LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშენებარე კორპუსიდან მუშის გადმოვარდნის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა გახდა – პროფკავშირები

84

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წინასწარი შეფასებით, ჟვანიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშის გადმოვარდნის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა გახდა.

ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების facebook -ის გვერდზე წერია.

ტრაგედია ჟვანიას ქუჩაზე, გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა კაცია. ის მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. პროფკავშირების წინასწარი შეფასებით, უსაფრთხოების ნორმები უხეშადაა დარღვეული. ახალგაზრდას არ ჰქონდა დამცავი აღჭურვილობა. ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ, – ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ჟვანიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.

გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები