LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსგავსი „ამანათები“ დიდი ალბათობით შეიძლება იპოვონ ძაღლებმა, ან ბავშვებმა და გაუცნობიერებლად მოხდეს მათი მიღება ან შეყნოსვა..“ – „ვეტექსის“ განცხადება

152
Untitled design

კლინიკა „ვეტექსი“ შინაური ცხოველების პატრონებს მოუწოდებს ყურადღება გამოიჩინონ, როდესაც ძაღლებს ქუჩაში ასეირნებენ, რადგან სავარაუდოდ, სხვადასხვა ადგილებში ტოქსიკური ნივთიერებებია განთავსებული, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

გავრცელებულ განცხადებაში კლინიკას რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, როდესაც ძაღლებმა ტოქსიკური ნივთიერებები მიიღეს, ერთი მათგანი კი სამწუხაროდ გარდაიცვალა.

„ვეტექსი“ Facebook-ზე სიმპტომების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში შინაური ცხოველების პატრონებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ ვეტერინარულ კლინიკას.

„ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი საზარელი ფაქტი ხდება, სანამ დამატებით დეტალებს არ გადავამოწმებდით არ გვინდოდა მსგავსი შინაარსის პოსტის დადება, უკვე საკმარისი დამატებითი ინფორმაცია გვაქვს იმისთვის, რომ საფუძვლიანი განგაში ავტეხოთ და გავაფრთხილოთ თითოეული ძაღლის პატრონი, მშობელი თუ მოქალაქე მოგაწვდით ძალიან მძიმე რეალობაზე დაყრდნობილ ინფორმაციას.

ბოლო თვის განმავლობაში უკვე 2-ჯერ გვყავდა ისეთი პაციენტები, კონკრეტულად ძაღლები, რომლებმაც პატრონის თქმით სავარაუდოდ რაღაც შეჭამეს და გარკვეული დროის შემდეგ დაეწყოთ ერთის შემთხვევაში გაფაციცებული სმენა, შიშები, ჰალუცინაციები, უძილობა – აღნიშნულ ძაღლს ასეირნებდნენ კუს ტბის ტერიტორიაზე სადაც რაღაცას ყნოსავდა ქვების ქვეშ, მაგრამ ვერ დაინახეს რამე შეჭამა თუ შეიყნოსა, მეორის შემთხვევაში – გუშინ წინ დამდგარი ფაქტი – მთაწმინდის ფერდობზე ასეირნებდნენ ჩვენს 11 წლის პაციენტს, რომელსაც დაეწყო უცაბედი კრუნჩხვები, კრუნჩხვების დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ პატრონმა მოახერხა ძაღლის გზამდე ჩამოყვანა (საშუალოდ 40 წუთი გრძელდებოდა კრუნჩხვები) და ჩვენამდე მოყვანა, ძაღლს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა ისე, რომ თავიდან არ ესინჯებოდა, ძლიერი კრუნჩხვები, გუგების გაფართოება. მიუხედავად გაწეული დახმარებისა მოხდა თირკმელების და თავის ტვინის გათიშვა რის შედეგადაც ძაღლი გარდაიცვალა. ძაღლი იყო 41 კილო, დიდი ალბათობით დიდი ოდენობით ტოქსიკური ნივთიერების მიღებამ გამოიწვია მისი ამ მდგომარეობამდე მიყვანა.

მოვიძიეთ ინფორმაცია ჩვენს კოლეგებთან, როგორც გაირკვა, მსგავს შემთხვევას კიდევ ჰქონდა ადგილი მთაწმინდის ფერდობზე 1-ელ, 2-ჯერ დიღმის ტყე-პარკში მოსეირნე ძაღლებში. აქედან ერთმა ამოაღებინა და მეორე კუჭში გავიდა მსგავსი აბებით რაც ფოტოზეა.

დიდი ალბათობით მთელ ქალაქში შეიძლება მსგავსი „ამანათები“ იპოვონ ძაღლებმა, ან ბავშვებმა და გაუცნობიერებლად მოხდეს მათი მიღება ან შეყნოსვა.

ამიტომაც, თუ თქვენს ძაღლს დაუფიქსირდა შემდეგი სიმპტომები:

❗️მაღალი ტემპერატურა – შესაძლოა არ ეზომებოდეს

❗️ტავის ტრემორი

❗️გაფართოებული გუგები

❗️ლორწოვანი გარსების სილურჯე (ციანოზი)

❗️ჰალუცინაციები

❗️უცაბედი გამძაფრებული სმენა

❗️გართულებულ სიტუაციაში კრუნჩხვები

❗️უძილობა

გაითვალისწინეთ რომ ნივთიერების გადაყლაპვიდან შეწოვამდე და მოქმედების დაწყებამდე შუალედი შეიძლება 30 წუთიდან 2 საათამდე მოიცავდეს.

პირველადი დახმარება მსგავსი ნივთიერებების გადაყლაპვისას – ეცადეთ გამოიწვიოთ ღებინება, შემდგომ აქტივირებული ნახშირი მიაღებინეთ, 1 აბი 10 კგილოგრამზე გაანგარიშებით და სასწრაფოდ მიმართეთ ვეტერინარულ კლინიკას.

გასეირნებისას იყავით ყურადღებით ან გაასეირნეთ ალიკაპით.

მშვიდობას გისურვებთ“, – წერია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დილა მშვიდობის, ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი საზარელი ფაქტი ხდება, სანამ დამატებით დეტალებს არ გადავამოწმებდით არ გვინდოდა…

Posted by Vetex – ვეტექსი on Sunday, December 24, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები