საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მის ოჯახს ბინას კვლავ გადასცემს.
როგორც გიორგი ანწუხელიძის მეუღლის მიერ გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, 2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ბინა გადასცა, რომელიც საჭიროების გამო გაასხვისეს.
მაკა ჩიკვილაძე წერს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სითბოა, რომელსაც სამსახურში გიორგის კოლეგებს შორის გრძნობს.
„არასოდეს ვსაუბრობ ადამიანებთან ჩემს მატერიალურ მდგომარეობაზე. არიან ადამიანები, ვინც მხარში მიდგანან. თავს მარტო არ ვგრძნობ. ჩემი ეზოს მსგავს ეზოში თბილისში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. 2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ბინა გადმოგვცა, რომელიც საჭიროების გამო გავასხვისეთ. ახლახან თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ გაკეთდა შემოთავაზება ჩვენი ოჯახისთვის გადმოეცათ ბინა. სხვა ეზოშიც მექნება შესაძლებლობა გიმასპინძლოთ. ?
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სითბოა, რომელსაც გიორგის კოლეგებს შორის ვგრძნობ სამსახურში“, – წერს მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში იტალიურ ეზოში გადაღებული ფოტო გავრცელდა, სადაც წერდნენ, რომ საქართველოს გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახი ცხოვრობს სახლში, რომელსაც მხოლოდ ერთი ფანჯარა აქვს.
საზოგადოების ნაწილმა გამოთქვა ინიციატივა, რომ თანხა შეეგროვებინათ და ოჯახისთვის ბინა შეეძინათ.
არასოდეს ვსაუბრობ ადამიანებთან ჩემს მატერიალურ მდგომარეობაზე. არიან ადამიანები, ვინც მხარში მიდგანან. თავს მარტო არ…
Posted by Maka Chikviladze on Friday, May 26, 2023