როგორც ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე წერია, მათი მსახიობი, ნატა ბერეჟიანი, რომლესაც საზოგადოება „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობითაც იცნობს, ერთ-ერთი ამერიკული გამოცემის ფურცლებზე მოხვდა.
გთავაზობთ პოსტს:
„ჩვენი თეატრის მსახიობი ნატა ბერეჟიანი ერთ-ერთი ცნობილი ამერიკული ბეჭდური გამოცემის California BASIC Magazine ფურცლებზე მოხვდა. პროექტი, რომელშიც ნატა მონაწილეობდა, მსოფლიოს ათასობით პრეტენდენტს შორის გამომცემლობამ ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულად მიიჩნია.
დიზაინერი ნინო სეფიაშვილი
ფოტოგრაფი ლევან (ლეკო) ჭყონია
მოდელი ნატა ბერეჟიანი“.