მსახიობი ალექსი გეწაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „მარჯანიშვილის თეატრი“ ავრცელებს.
„1980 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. საინტერესო იყო მის მიერ განსახიერებული როლები, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა იშვიათი ხმის ტემბრი, ნიჭიერი მსახიობი და უღალატო მეგობარი დააკლდა მარჯანიშვილის თეატრს.
თეატრი სამძიმარს უცხადებს მის ძმას, კოლეგებს და მეგობრებს.
პანაშვიდი 9 და 10 აპრილს!
მისამართი: დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის 2.
გადასვენება 11 აპრილს ზესტაფონში.
დაკრძალვა 13 აპრილს, 14:00 საათზე.
ზესტაფონი, სვირი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.