LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსაჯობის ახალი სისტემა გააპროტესტეს: ფეხბურთელი ვიდეოასისტენტმა გააძევა

93

ვიდეოასისტენტმა მსაჯს ფეხბურთელის გაძევების მომენტში უკარნახა. ეს ”აიაქსი”-”ვილემ II”-ის მატჩში მოხდა.
ჰოლანდიაში მსაჯობის ახალი სისტემა გააპროტესტეს.

საკამათო ეპიზოდი სათასო შეხვედრაში მოხდა. სასტიკი შეჯახების შემდეგ რეფერიმ ანაურუ კალის ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ ვიდეოასისტენტის კარნახის შემდეგ გაფრთხილება გაძევებით შეცვალა.

მატჩი ”აიაქსმა” 5:0 მოიგო.

მაღალ დონეზე ვიდეოასისტენტმა პირველად ახლახან იტალია-საფრანგეთის მატჩზე იმუშავა. ფიფამ ექსპერიმენტი წარმატებულად მიიჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები