LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრჩევლად და კონსულტანტად გია მურღულია მოვიწვიე.. სამუშაო ჯგუფი ყველა იმ გამოწვევაზე იმუშავებს, რომლებიც დღეს მასწავლებელს, მშობელს და ბავშვს აწუხებს – განათლების მინისტრი

140
Untitled design

განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ მასწავლებლებთან აქტიურ კომუნიკაციას იწყებს და მათთან ინტენსიურ შეხვედრებს გამართავს.

მინისტრის თქმით, არის პრობლემები, რომლებიც მასწავლებლებს აწუხებთ:

„პირველივე დღეებში დავაანონსე, რომ აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებდი ყველა ადამიანთან, ვინც ჩართულია განათლებაში, განსაკუთრებით კი, მასწავლებლებთან. არის რიგი საკითხები, რიგი პრობლემები, რომლებიც მასწავლებლებს აწუხებთ.

მოგვმართეს უკვე, პირადად მეც მომმართეს, შესაბამისად, ამ საკითხებთან დაკავშირებით გვინდა გასაუბრება, მათი მოსმენა, თუ როგორ ხედავენ სასკოლო საკითხებთან და მათი კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.

გია მურღულია განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად დანიშნა 

მრჩევლად და კონსულტანტად გია მურღულია მოვიწვიე და შევქმენით სამუშაო ჯგუფი ზოგადი განათლების მიმართულებით, რომელიც ყველა იმ საკითხსა და გამოწვევაზე იმუშავებს, რომლებიც დღეს მასწავლებელს, მშობელს და ბავშვს აწუხებს და ადარდებს.

სწორედ ეს არის ხვალინდელი შეხვედრის მთავარი მიზანი. შეხვედრები გაგრძელდება და მომდევნო კვირებშიც იქნება, გახდება უფრო ინტენსიური, რომ მასწავლებლების რაც შეიძლება ფართო მასები მოვიცვათ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები