LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრემ ფულის შემთხვევითი ადამიანებისთვის დარიგება გადაწყვიტა

123
Screenshot 2024-02-02 104348

ქიმიური კონცერნის BASF-ის მემკვიდრემ გადაწყვიტა, რომ თავისი მრავალმილიონიანი მემკვიდრეობა შემთხვევით ადამიანებს დაურიგოს. ამის შესახებ the Guardian წერს.

31 წლის მარლენ ენგეჰოვერის წინაპარი ფრიდრიხ ენგეჰოვერნი, მსოფლიოში უდიდესი ქიმიური კომპანია BASF-ის დამაარსებელი იყო. ცოტა ხნის წინ მარლენმა ბებიისგან უზარმაზარი მემკვიდრეობა მიიღო და გადაწყვიტა, რომ ფული აუცილებლად სხვებს უნდა გაუზიაროს.

„არის რაღაც არასწორი იმაში, რომ მილიონებს ვიღებ და ამისთვის გადასახადებს არ ვიხდი. ხოლო ადამიანი, რომელიც კვირაში 40 საათი მუშაობს, ზოგჯერ მეტიც კი, ორ სამსახურში დადის, შვილები ჰყავს და მისგან გადასახადებს იღებენ.“

ქალს სურს, რომ 50-მა თანამოქალაქემ 25 მილიონი ევრო მიიღოს. თითოეულს მისი მემკვიდრეობიდან 500 ათასი ევრო შეხვდება. იმას, თუ ვინ იმსახურებს ამ ფულს, სპეციალური საბჭო გადაწყვეტს. თანაც მილიონერი აპირებს, რომ მთელი მემკვიდრეობა ამ შემთხვევით ადამიანებს მიანდოს და თავად საერთოდ გვერდით გადგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები