LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა – ილია მეორე

652
ილია

დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევსლ მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და საკვირაო ქადაგებისას დედის როლზე ისაუბრა.

 

„დღეს ჩვენ ვფიქრობთ დედის როლსა და დედის მნიშვნელობაზე. იმ დროს, როდესაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი, მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი იდგა ჯვრის გვერდით და ის სიყვარული, რომელიც იყო მაცხოვარს, მარიამ მაგდალინელსა და მენელსაცხებლე დედებს შორის, ეს არის მაგალითი, როგორ ერთგულად უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან, ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა და სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები