მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი მორიგი გაავრცელა, რომელიც მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ საჯაროდ წაიკითხა.
მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდელებს მიმართა და სოლიდარობა გამოუცხადა ანზორ მელიას, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, მანუჩარ ფიფიასა და ზუგდიდელებს.
„ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი, როგორც თავის დროზე მხედრიონისა არის – სამეგრელო. ის უკანონობა, რომელსაც ახლა სჩადიან ზუგდიდში და რასაც აპირებენ სენაკში და სხვაგანაც, არ უნდა შერჩეთ! მე მქონდა შესაძლებლობა, წინა დღეებში ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის შეუცდომლად, შემიძლია ვთქვა, თავისუფლების ჰაერი.
საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან. ხვალ ყველანი ხმების დასაცავად ნიკა მელიას და პარტიის სხვა ლიდერების მეთაურობით. სოლიდარობა ანზორ მელიასა და ჩვენს კანდიდატს, ფიფიას, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და ახლა ართმევენ გამარჯვებას.
სოლიდარობა ზუგდიდელებს – ზუსტად ვიცი, რა შავი ფურცელია ჩვენს ისტორიაში ის, რომ საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ვერ გავუფრთხილდით მთელი საქართველო, ასევე ზუსტად ვიცი, ეს აღარ გამეორდება და ერთად ამას ჩვენ აღარ დავუშვებთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
კიდევ ერთხელ შემძულდა ეს მთავრობა, ძალიან გულგატეხილი ვარ: ანზორ მელია