LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოზრდილი ასაკის ბავშვებში არის უფრო ყელის ტკივილი, თავის ტკივილი. ​ადრეული ასაკის ბავშვებში არის ხველა, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ცხვირის გაჭედვა – თემურ მიქელაძე დელტა შტამის სიმპტომებზე

16485
miqeladzenews45

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში დელტა შტამის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.

ბავშვებში მომართვიანობამ მოიმატა. იმ დროს, როდესაც ყველაზე ხშირი გავრცელება იყო ოქტომბერი-ნოემბერი, ათეულზე მეტ პაციენტთან მქონდა შეხება. მე პირადად ყოველდღიურად 4-5 პაციენტთან ახალ დიაგნოსტირებულ შემთხვევასთან მაქვს საქმე. ​დელტა შტამი განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს, დაახლოებით იგივე მიმდინარეობა აქვს. ერთადერთი არის გახანგრძლივებული ცხელება, მაშინ როდესაც თავიდან იყო 2-3 დღე ცხელება მაქსიმუმ. უფრო მეტად არის გამოხატული ჰექტიური ცხელება. ცხელების დღეების რაოდენობა არის 4-5. ზაფხულის პერიოდში ცხელების მართვა არის საკმაოდ გაძნელებული. ბავშვები არიან შედარებით მივარდნილები, სითხეს ვერ იღებენ. ჰოსპიტალიზაციის უფრო მეტი შემთხვევებია. ახლა იმდენი გავრცელება არ არის რაოდენობრივად, უბრალოდ ჰოსპიტალიზაციის პროცენტულმა რაოდენობამ მოიმატა. კორონავირუსული ინფექცია არის რესპირაციულ-ვირუსული ინფექცია. ახლა საქართველოში გავრცელებულია სხვადასხვა ტიპის რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები. მათი დიფერენცირება საკმაოდ რთულია.

მოზრდილი ასაკის ბავშვებში არის უფრო ყელის ტკივილი, თავის ტკივილი. ​ადრეული ასაკის ბავშვებში არის ხველა, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ცხვირის გაჭედვა, უფრო მეტად არის გამოხატული ყელის ტკივილი. მთავარი არის ცხელება. უმრავლეს შემთხვევაში ბავშვებში დელტა შტამის შემთხვევაში არის ჰექტიური ტემპერატურა. ზოგ შემთხვევაში ადრეული ასაკის ბავშვები ძუძუთი ან ფორმულით კვებისგან თავს იკავებენ, სითხეს ვერ იღებენ და ​სწორედ ამ ბავშვების დროული ჰოსპიტალიზაციაა საჭირო“, -ამ თემაზე თემურ მიქელაძემ „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ისაუბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები