LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდების მკვლელობის საქმე – გიორგი გახარია “ენმ”-ის ბრალდებებს პასუხობს

79

„პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აინტერესებს ობიექტური შედეგი მართლაც მძიმე ტრაგედიაზე, რომელმაც ეს ქალაქი შეძრა, აქ კი არ დააყენებდა ამ შეკითხვებს, არამედ მონაწილეობას მიიღებდა საპარლამენტო კომისიის მუშაობაში, – გიორგი გახარიამ ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის კომენტირებისას, “ნაციონალური მოძრაობის” საპასუხოდ გააკეთა. შს მინისტრობის კანდოდატი შემჭიდროებული ვადებით ხსნის იმ ფაქტს, რომ მკვლელობის საქმის ყველა ნიუანსი თავიდანვე არ იყო გამოძიებული.

გახარიას განმარტებით,  უწყება ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის ამ გამოძიებაში.

„კომისია იწყებს მუშაობას. გარდა ამისა, შს სამინისტროში გრძელდება გამოძიება. ეს იყო უმძიმესი დღეები დეკემბრის დასაწყისში. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, მაშინ შს სამინისტროს უდიდესი პრობლემა ჰქონდა ერთ-ერთი ძებნილის დაკავების. ეს იყო უმძიმესი დღეები მთლიანად მთელ სამინისტროში და ქალაქის პოლიციაში. ჩვენ მაშინ შევძელით მაქსიმალური, რისი გაკეთებაც შევძელით, თუმცა კანონმდებლობის მხრიდანაც შეზღუდული ვიყავით. ისინი არიან არასრულწლოვნები. ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი ვადები და ამიტომ ჩვენ გამოვყავით ცალკე საქმე. როგორც კი დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო გარკვეული თემების დადგენა ბოლომდე ვერ მოგვესწრო, დავიწყეთ ახალი გამოძიება. შემდეგ უკვე სასამართლო პროცესზე ზოგ შემთხვევაში ჩვენებები შეიცვალა, გამოვლინდა ახალი დამატებითი გარემოებები. სწორედ გაგრძელებული და გამოყოფილი გამოძიების პროცესში ჩვენ უკვე ახალი მსჯავრდებულები გვყავს.

“სასამართლო პროცესში ძალიან ბევრი ახალი ჩვენებები გამოჩნდა და ეს იყო, რის გამოც ახალი მსჯავრდებულები გაჩნდა. ამ საქმეზე უკვე 9 ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული. დღეს გამოძიება და შს სამინისტრო ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის ამ გამოძიებაში. ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოსტულატები. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ – დღეს თუ გვაქვს ჩვენ საშუალება, დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული ყველა ის ნიუანსი, რომელიც შემჭიდროებული დროების ვადების გამო იმ მომენტში ვერ მოხდა. ამიტომ ახლა გთხოვთ, ამ თემაზე მეტი არ გავაგრძელოთ,“ – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, შსს ღიად ითანამშრომლებს საპარლამენტო კომისიასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები