LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოყვარულთა თასი დაიწყო (ვიდეო)

66

11 სექტემბერს, ჩხოროწყუში “მოყვარულთა თასმა” აიღო სტარტი. ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი იღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატის გახსნის ცერემონია ჩხოროწყუს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლები „ჩხოროწყუ“ და „მარდუქი“. ტურნირის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტებმა ლევან კობიაშვილმა და ბერდია ჯიბლაძემ სიტყვით მიმართეს. მათ ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის სამოყვარულო თასის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვეს.

გახსნის მატჩში ერთმანეთს ჩხოროწყუს საფეხბურთო გუნდები ჩხოროწყუს “დაბა” და მუხურის “მასქური” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ჩხოროწყუს “დაბამ” მეტოქეს ძლია და ანგარიშით 4:1 გაიმარჯვა.

მოყვარულთა თასში მთელი საქართველოს მასშტაბით 5000- ზე მეტი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას, ფინალური შეხვედრა 14 დეკემბერს, თბილისში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები