LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოყვარულებიდან დიდ ფეხბურთში: შუქურამ შუბანში ბიჭი შენიშნა

27

“მოყვარულთა თასის” გათამაშების ერთერთი მიზანი ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა და განვითარების ხელშეწყობაა.

მერაბ ბოლქვაძემ, შუახევის მუნიციპალურ ეტაპზე, სოფელ შუბანის სამოყვარულო გუნდის შემადგენლობაში წარმოაჩინა თავი. 18 წლის მოყვარული ფეხბურთელი დღეიდან ქობულეთის „შუქურას“ U19 გუნდში ივარჯიშებს და სინჯებს გაივლის.

ფეხბურთელის სინჯებზე მიწვევის ინიციატორი „შუქურას“ პრეზიდენტი, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, რევაზ ჩელებაძე გახლავთ.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის გუნდი მადლობას უხდის ბატონ რევაზს, კლუბ ქობულეთის„შუქურას“და წარმატებებს უსურვებს ფეხბურთელს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები