LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოყინულ გზაზე გასათვალისწინებელი 10 რჩევა – რა წესები უნდა დავიცვათ გზებზე ზამთარში

134
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (9)

თბილისში ისევ თოვს. დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები გზას წმენდენ. უსაფრთხო გადაადგილებისთვის იყრება ტექნიკური მარილი.

ამის მიუხედავად, დედაქალაქში გადაადგილება გართულებულია. მძღოლების ნაწილი პრაქტიკის და სათანადო ცოდნის არქონის გამო თოვლიან გზაზე სიარულს თავს არიდებს, მთავარი პრობლემა კი გზაზე მოცურებაა.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია მძღოლებს მოყინულ გზაზე გასათვალისწინებელი 10 რჩევით მიმართავს.

„1. სრულად გაასუფთავე ავტომობილი თოვლისგან (მათ შორის სახურავი)

2. შეამოწმე საბურავების წნევა და დაუშვი 0.5 ატმოსფეროთი (ყველა უნდა იყოს ერთ ნიშნულზე)

3. მოერიდე ყოველგვარ მკვეთრ მოქმედებას

4. დაიცავი სამჯერ მეტი დისტანცია

5. მუხრუჭის დროს თუ ჩაირთო ABS არ აუშვა მუხრუჭის სატერფულს (პედალს) ფეხი

6. აკონტროლე უკან მომავალი მანქანის დისტანცია

7. დაუთმე გზა ცენტრალურ ქუჩაზე გამომავალ მანქანებს (მისი საფარი უფრო მოყინულია )

8. დაღმართზე არ აკრიფო ინერცია

9. თუ მოგისრიალდა გახსოვდეს, საბურავი ყოველთვის უნდა იყოს მიმართული იმ მხარეს საითაც გინდა, რომ წავიდეს მანქანა.

10. თუ არ გიყენია თოვლის საბურავი თავი შეიკავე მანქანით გადაადგილებისგან
P.S.

M+S არ არის მოყინული გზის საბურავი თუ არ აწერია winter ან არ ახატია თოვლის ფიფქი

გისურვებთ უსაფრთხო მართვას!“, – ნათქვამია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები