LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწმემ დაადასტურა მიღებული ინფორმაცია, რომ ნამდვილად ნიკოლოზ ბასილაშვილის ფიზიკური ზემოქმედების შედეგად იყო დაზიანება მიღებული – საქმის პროკურორი

1541
nikoloz

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, დღეს დაკითხულმა მოწმემ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც გურულმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმისთვის ძალადობის ფაქტი ბასილაშვილის ყოფილი მეუღლისგან, დაზარალებულ ნეკა დოროყაშვილისგან იყო ცნობილი.

„მხოლოდ ერთი მოწმე დაიკითხა, რომელმაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ისაუბრა, მათ შორის, დაზარალებულისგან კონფლიქტის თაობაზე მიღებული ინფორმაცია დაადასტურა.

მოწმემ დაადასტურა მიღებული ინფორმაცია, რომ ნამდვილად ნიკოლოზ ბასილაშვილის ფიზიკური ზემოქმედების შედეგად იყო დაზიანება მიღებული, სხვა დეტალები აღნიშნული მოწმისთვის უცნობი იყო”,- განაცხადა გურულმა.

დოროყაშვილის უახლოესი მეგობარი ამბობს, რომ ნეკა ხშირად იყო შერიგების მომხრე: ბასილაშვილის ადვოკატი

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები