საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ ხელახლა წარდგენილ დოკუმენტს აფასებს და პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მიმართულ პროგრესს მიესალმება.
საელჩო, “ტვიტერში” გავრცელებულ მიმართვაში მოუწოდებს პოლიტიკურ მხარეებს, გამოიჩინონ გამბედაობა და შეთანხმებას ხელი მოაწერონ:
“მივესალმებით პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მიმართულ პროგრესს.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებსაც ჯერ არ მოუწერია ხელი, გამოიჩინონ გამბედაობა და ხელი მოაწერონ შეთანხმებას, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური პროგრესის სასარგებლოდ.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მივესალმებით პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მიმართულ პროგრესს.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებსაც ჯერ არ მოუწერია ხელი, გამოიჩინონ გამბედაობა და ხელი მოაწერონ შეთანხმებას, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური პროგრესის სასარგებლოდ. https://t.co/WTMPcG7e9Z
— UK in Georgia (@UKinGeorgia) April 19, 2021
შეგახსენებთ, მედიატორის ჩართულობით გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს დამატებითი წინადადებები შესთავაზა. მის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტიანია, მათ შორის არის მართლმსაჯულების საკითხები და მომავალი არჩევნები.
დღეს, დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარტია “გირჩის” წევრებმა. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ განიხილავენ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდას 43%-მდე და “ქართული ოცნება” მზად არის, შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით.