LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ შსს-ს უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა – სახალხო დამცველი ვახო სანაიაზე თავდასხმაზე

68
FORTUNA.GE- (1)

სახალხო დამცველი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ქმედებების მიმართ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი.

ვახო სანაიაზე თავდასხმა განხორციელდა – დაკავებულია 3 პირი

ნინო ლომჯარია ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია:

“უკიდურესად შემაშფოთებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა.მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს ეფექტური გამოძიება, იმსჯელოს სპეციფიკური შემადგენლობის გამოკვეთაზე და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა”. – წერს ნინო ლომჯარია.

ვახო სანაიას განცხადებით, თავდამსხმელებმა ჟურნალისტური საქმიანობის გამო, შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის თანმხლებ პირებს.

ამ ტიპის ქმედებების მიმართ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი. ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების თავისუფალი შესაძლებლობა, მიუხედავად მისი შინაარსისა. თუკი ჟურნალისტს თავს ესხმიან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს დანაშაულებრივი ქმედება ადეკვატურ და მკაცრ რეაგირებას საჭიროებს, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს როგორც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლას, ისე პირის დევნას მისი სიტყვის, აზრის, საზოგადოებრივი ან პროფესიული მოღვაწეობის მიზეზით. პირის მიმართ დანაშაულის ჩადენა მისი შეხედულების გამო, დანაშაულის ზოგადი დამამძიმებელი გარემოებაა.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს ეფექტური გამოძიება, იმსჯელოს სპეციფიკური შემადგენლობის გამოკვეთაზე და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა.”  – წერს სახალხო დამცველი.

ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ, ჰქონდათ აგრესია: ვახო სანაია თავდასხმის დეტალებზე საუბრობს