LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება: ნატოს კომუნიკე

91
60c7473a9c35e

“ჩვენ მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს ვუჭერთ მის სრულ განხორციელებას – მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ ნატოს სამიტის კომუნიკეშია აღნიშნული.

ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად.

„ჩვენ მზად ვართ, ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა სრულად გამოვიყენოთ პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდი დესტაბილიზაციის აქტივობების საპასუხოდ და მივესალმებით განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განსახორციელებლად გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, – აღნიშნულია კომუნიკეში.

ნატოს წევრები რუსეთს მოუწოდებენ, გააუქმოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან იძულებით გამიჯვნა საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის გზით; შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები