ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოში, პრაისი ამბობს, რომ სოლიდარულები არიან საქართველოს მოსახლეობის მიმართ და ელოდებიან დღეს, როდესაც ქვეყანა გაერთიანდება.
“13 წლის წინ, ამ დღეს, რუსეთის ძალები შეიჭრნენ საქართველოში, დახოცეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ათასობით ადამიანი აიძულეს, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.”
ნედ პრაისი აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებული აქვს