LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს შეუერთდნენ შეთანხმებას: ევროკავშირის წარმომადგენლობა

50
კარლ ჰარცელი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის მედიაციით, 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესრულების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად გულითადად მიესალმება.

“ოპოზიციური პარტიების მხრიდან შეთანხმებაზე ხელმომწერნი შევიდნენ პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების სახელით საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხის მოსაგვარებლად.

საქართველოს პრეზიდენტმა ამ ვალდებულების განსახორციელებლად თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა. ეს იყო რთული გადაწყვეტილებები, რომელსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამბედაობა სჭირდებოდა. ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს შეთანხმების განსახორციელებლად, შეთანხმებული ვადების შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგის წინ წასაწევად.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს შეუერთდნენ შეთანხმებას და ხელი შეუწყონ მის განხორციელებას, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“,- ნათქვამია განცხადებაში.