LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ ოპოზიციას, არ დათმონ ორი საკვანძო საკითხი – “საქართველოსთვის” ევროსაბჭოს ოფისთან აქციას მართავს 

103
Capture787978

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. ევროსაბჭოს ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. მოძრაობა “საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრის ალიკა კუპრავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ორი მნიშვნელოვანი საკითხი, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების საკითხი არ დათმონ.

“მადლობას ვუხდით სრულიად ოპოზიციურ სპექტრს იმ პრინციპული პოზიციისთვის, რომელიც შეესაბამება სახელმწიფოს ინტერესებს. მოვუწოდებთ ოპოზიციას, მყარად დადგნენ თავიანთ პოზიციაზე და არ დათმონ ორი საკვანძო საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული ის პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც უკან დაიხევს, საზოგადოების მხრიდან შესაბამის რეაქციას მიიღებს, ეს გადაწყვეტილება ძვირად დაუჯდებათ. “ქართული ოცნება” დესტრუქციული ძალაა, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ინტერესებს ემსახურება და ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს, ისინი ეცდებიან ჩაშალონ მოლაპარაკებები. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ და მომავალში პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტა, ასევე ვადამდელი არჩევნები არის უმთავრესი, რაზეც ოპოზიციამ ბოლომდე უნდა გაიტანოს ქართველი ხალხის პოზიცია”, – განაცხადა კუპრავამ.

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი