LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ მთავრობას, გააკეთოს განმარტებები უკრაინელი ჟურნალისტების არ შემოშვებასთან დაკავშირებით: კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“

49
კოალიცია-მედია-ადვოკატირებისთვის-e1539791409961

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არ შემოშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არ შემოშვებასთან დაკავშირებით.

დღეს, 2021 წლის 27 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს.

დიმიტრი გორდონი საქართველოში შემოსვლის აკრძალვას ამჟამად პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხელ სააკაშვილთან შეხვედრის განზრახვას უკავშირებს.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენელთა უფლებებს, შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა,“ – ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს.

„რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია“- უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თბილისში არ შემოუშვეს

გარდა ამისა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენ გრუშოვეცმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არც ის შეუშვეს.

“ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე” – სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

დღეს კი, უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში თავადაც შეფერხებით შემოვიდა, რადგან მისი სიტყვებით, მესაზღვრეები აეროპორტში 40 წუთის განმავლობაში კითხავდნენ, თუ რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში.