LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

88
Untitled design (4)

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის სურვილს ადამიანების სიცოცხლე ეწირება.” – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი დღეს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ეხმიანება და მოუწოდებს საქართველოს  მთავრობას, გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.

გალიდან მდინარის გადმოცურვის მცდელობისას სამი ადამიანი დაიხრჩო

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიმართვას სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ავრცელებს:

“დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვლითი გზით გადმოსვლისას, ენგურში სამი ადამიანი დაიხრჩო, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის სურვილს ადამიანების სიცოცხლე ეწირება. აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ამ სახიფათო გზით ცდილობენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესვე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის წესების გაუქმების მოთხოვნით  ჯანდაცვის სამინისტროსთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

შეგახსენებთ, ზუგდიდის სოფელ შამგონაში მდინარემ სამი ადამიანის ადამიანის ცხედარი გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გალიდან მდინარის გადმოცურვას ცდილობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები