LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ ბატონ კალაძეს, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და შეკითხვებს პასუხები გასცეს – მიხეილ დაუშვილი

26
BeFunky-collage (7)

პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს კახა კალაძეს, მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ.

„აშკარაა, რომ კალაძე გაურბის პასუხისმგებლობას. შეგახსენებთ, რომ ბატონი კალაძე თბილისის საკრებულოს სხდომაზე ნამყოფია მხოლოდ ერთხელ, როდესაც მტკიცდებოდა თბილისის მთავრობა. ამავე სხდომაზე კახი კალაძეს ჩვენმა გუნდმა შესთავაზა ანტიკორუფციული კომისიის შექმნა, თუნდაც დახურულ ფორმატში, რამაც ბატონი მერის აგრესია გამოიწვია.

ბატონ კალაძეს მოვუწოდებთ, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ამასთან, მიხეილ დაუშვილი აღნიშნავს, რომ მოჩვენებითი რეაგირების პირობებში, სისტემური კორუფცია გაგრძელდება და ტრაგედიები მომავალში თავიდან ვერ იქნება აცილებული.

„გუშინ საზოგადოებამ იხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი 9 პირის დაკავების შესახებ. სამწუხაროდ, „ოცნება“ ცალკეული პირების დაკავებით ცდილობს შექმნას რეაგირების მოჩვენებითი განცდა და აირიდოს რეალური პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე.

ფაქტია, რომ გუშინდელი ბრიფინგითაც დადასტურდა თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემები, რაც მათ შორის, პოლიტიკურ კორუფციულ სქემებს უკავშირდება.

ხელისუფლებას ამ დრომდე არ ჰქონია მომხდარზე ადეკვატური რეაგირება. ამგვარი, მოჩვენებითი რეაგირების პირობებში, სისტემური კორუფცია გაგრძელდება და სამწუხაროდ, უმძიმესი ტრაგედიები მომავალში თავიდან ვერ იქნება აცილებული.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადებები:

დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, რომლის ხელმძღვანელი მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით აირჩევა; შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში;

გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები სამართალდამცავი სისტემის, პროკურატურის და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზირებისთვის;

განხორციელდეს რეალური რეფორმები, რაც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის და შესაბამისად, სისტემური, პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრას უზრუნველყოფს” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის საქმეზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავეს.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ცხრა პირია დაკავებული – მათ შორისაა „გრინსერვის +“ -ის” ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე

ფურცხვანიძის ადვოკატი: ბრალდება აბსურდია, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს დაკავებულთა ბრალეულობაზე. გამოძიების ინფორმაციით, მერიის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისას, ვაკის პარკში ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ გულგრილობას და დოკუმენტების გაყალბებას.

„ქართულ “სამართალში” არსებობს ასეთი ცნება – „დაკავება შეთანხმებით“.. დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე – ხუხაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიის გამო დაკავებულებზე

დაკავებულები არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, მერიის კონტრაქტორი კომპანია “გრინსერვის+-ის” დირექტორი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი. ასევე დააკავეს “გრინსერვის+-ის” კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი და კიდევ ერთი კონტრაქტორის, საექსპერტო კომპანია “მშენ-ექსპერტის” დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ორი შემდუღებელიც, რომლებიც ჩართული იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები