მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოსთხოვონ რუსეთს შეწყვიტოს შიმშილის თამაშები, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერზე” წერს.
მისივე თქმით, რუსეთისგან სახელმწიფოებმა ვალდებულებების აღსრულებაც უნდა მოითხოვონ.
“მოსკოვი ცრუ საბაბს იყენებს მარცვლეულის დერეფნის ბლოკირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოსთხოვონ რუსეთს შეწყვიტოს შიმშილის თამაშები და აღასრულოს ვალდებულებები”, – წერს კულება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
Ми попереджали про плани РФ зірвати Чорноморську зернову ініціативу. Тепер Москва під надуманим приводом блокує зерновий коридор, який забезпечує продовольчу безпеку мільйонів людей. Закликаю всі держави вимагати від РФ припинити голодні ігри та повернутися до своїх зобов’язань.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) October 29, 2022
ამავე თემაზე:
ტყვეთა მორიგი გაცვლა: უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 52 დამცველი დააბრუნა