LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვლენები პოზიტიური კუთხით ვითარდება, მეტი შანსი გვაქვს, რომ ადრე მივიღოთ “ასტრაზენეკას” ვაქცინა: თამარ გაბუნია

90
FORTUNA.GE- (4)

“ვაქცინასთან დაკავშირებით დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გავრცელდა. ბრიტანეთმა ოფიციალურად მიიღო ასტრაზენეკას ვაქცინა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენთვის, ტექნოლოგიურად ყველაზე ახლოს არის “ასტრაზენეკა”. ამდენად, რაც უფრო სწრაფად დაიწყება ევროპის რეგიონში მისი აღიარება და გავრცელება, მით უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ ადრე მივიღოთ ასტრაზენეკას ვაქცინა, ვიდრე ამას გააკეთებს “კოვაქსის პლატფორმა.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

“ფაიზერის” შემდეგ “ასტრაზენეკა” – დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

თამარ გაბუნიას თქმით, “კოვაქსის-პლატფორმიდან” ვაქცინის მიღებას საქართველო აპრილის თვისთვის ელოდება და პარალელურად, მიმდინარეობს ქვეყნებთან მოლაპარაკება, რომ თავიანთთვის შეძენილი ვაქცინის ნაწილი საქართველოს გადასცეს:

“ამ ტიპის მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს და გარკვეულად, ამ წინადადებებს, რა თქმა უნდა, რეალური პერსპექტივა აქვს. ვფიქრობთ, რომ, სადღაც მარტისთვის, შეიძლება უკვე რეალურად ვილაპარაკოთ ვაქცინაციის დაწყებაზე.

გახარია: ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები, რომ ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით პანდემია დასრულდება

მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება პოზიტიური კუთხით. ამდენად, ვაქცინაციის დაწყების მომენტი შეიძლება უფრო სწრაფად დადგეს, ვიდრე ჩვენ დღევანდელი მოლოდინიდან გამომდინარე გვაქვს გაზაფხულის თვეები.” – განაცხადა გაბუნიამ.

მან ასევე კორონავირუსის ახალ შტამზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამაზე ლაბორატორია მუშაობს და ამ დროისთვის კონკრეტული შემთხვევების იდენტიფიცირების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები