LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვითხოვთ კაშიას: ქართველ ფეხბურთელს ჰოლანდიელმა გულშემატკივრებმა მხარი დაუჭირეს

58

არნემის ”ვიტესის” ქართველი მცველი და თან გუნდის კაპიტანი გურამ კაშია კარგა ხანია სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა და სულ უფრო იშვიათად უწევს თამაში.

“ვიტესის” გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელის მხარდასაჭერი აქცია გამართეს – ისინი ერთი წუთის განმავლობაში გურამ კაშიას სკანდირებდნენ, სექტორზე კი ბანერი გამოფინეს – “მოვითხოვთ კაშიას”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები