LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვითხოვთ ექიმის შეშვებას, არ გამოვრიცხავთ კარვების დადგმას“ – მთავრობის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

79
მიშას სექტორი

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტი გრძელდება.

„მიშას სექტორის“ წევრები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეუშვან ექიმები მიხეილ სააკაშვილთან და მისცენ მას შესაბამის სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების საშუალება.

გრიგოლ ვაშაძე: რადიკალური განსხვავებაა იმ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პირველად შესვლისას ვნახე და დღევანდელს შორის

სამოქალაქო აქტივისტები ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კარვების დადგმას არ გამორიცხავენ.

ისინი ნებართვისთვის თბილისის მერიას მიმართავენ.

სააკაშვილი: თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი და 1 დღეში შემოუშვეს – პირად ექიმს არ უშვებენ 5 კვირაა

სააკაშვილი: მახსოვრობა შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ მიწაზე მათრიეს, საწოლში წნევიანს მახრჩობდნენ