მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითხოვს. როგორც მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, დნესტრისპირეთის კონფლიქტში რუსეთი მნიშვნელოვან უარყოფით როლს თამაშობს.
„რუსეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს დნესტრისპირეთის კონფლიქტში, მისი დაწყებიდან დღემდე ყველაფერში, რაც ხდება. ჩვენ ყოველთვის მოვითხოვდით ჯარების გაყვანას, მოვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ. ასევე, საბრძოლო მასალის უტილიზაციას. ჩვენ მშვიდობიანი დარეგულირების მომხრე ვართ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მოვნახოთ დიპლომატიური და პოლიტიკური გადაწყვეტის გზა“, – თქვა მაია სანდუმ.