LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვითხოვ კვლავ ძალაში შევიდეს საქართველოში ერთ დროს აქტიური სიკვდილით დასჯის კანონი: თამარ ივერი

553
თამარ-ივერი-scaled

საოპერო მომღერალი თამარ ივერი, სამეგრელოში ბავშვის გაუპატიურებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი დანაშაულის ჩამდენები პირების მიმართ სასჯელი გაცილებით მკაცრი უნდა იყოს.

„ამ 2-3წლის წინაც პატარა 8 წლის სკოლაში მიმავალი გოგოც ტრაგიკულად მოკლა და მკვდარი საშინელ ფორმებში გააუპატიურა ვიღაც ნაძირალამ, რომელიც ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსულა პატარა ბიჭის მკვლელობის და ბორჯომის პარკში დამარხვისთვის. ციხე ასეთი გახრწნილისთვის ხომ 3 ვარსკვლავიანი სასტუმროა? მახსოვს თქვეს პოლიციელებიც კი ცუდად გახდნენ ამ კაცის მობილურში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოების და სურათების ნახვის შემდეგო.ის კი დღესაც ცოცხალია და ალბათ შეწყალებას ელის როდისმე, ან თუნდაც ის მანიაკი მწყემსი, ამერიკელი ოჯახი რომ ამოხოცა მისი ჟინის დასაკმაყოფილებლად და პატარა ბავშვს სანადირო თოფით გაუხვრიტა შუბლი, ან გოგონა, ვინც საკუთარი დედა დაანაწევრა და შეჭამა. ისინი გამოუსწორებელი ავადმყოფები არიან და მათ გვერდით ყოველი თქვენგანი “დენთის კასრზე” უნდა იჯდეს… თუ როდის რა წამოუვლის თავში.

ერთადერთი, რაც ამ ავადმყოფებს აშინებთ ეს არის სიკვდილით დასჯა.. და იციან რა, რომ სახელმწიფოს ეს კანონი არ აქვს.. ამით ეხსნებათ ხელ-ფეხი!!

მოვითხოვ და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ჩემსავით, რომ კვლავ ძალაში შევიდეს საქართველოში… ერთ დროს აქტიური სიკვდილით დასჯის კანონი ასეთი განსაკუთრებულად უმძიმესი დამნაშავეებისთვის!!

პ.ს. ხოლო, ის “სხვის ომში ბრძენჩიკები”, ვინც გამომიხტება და დამიწყებს მორალის კითხვას ჰუმანურობაზე, უდანაშაულობების პრეზუმფციებზე, კონსტიტუციის მუხლებზე, კანონზე და არ გაბოროტდე! ნუ გახდები მისნაირი!

სახელმწიფოს და პოლიციის ბრალია!

ვინც უცოდველია პირველი ქვა იმან ესროლოს! და ა.შ

მიიბლოკება ყველა!!!

ჰუმანურობა არ მაკლია….მაგრამ ამ კატეგორია ხალხზე ეს ეპითეტები არ ვრცელდება!!!

ისინი საზოგადოებისთვის სამუდამოდ საშიშნი რჩებიან და ასეთ დანაშაულებზე საკუთარი თავით უნდა ზღონ!!!!

აბა, ის იყო სამართლიანი თვითმფრინავის გატაცებისთვის რომ დახვრიტეს საბრალო ახალგაზრდები, რომლებსაც “ცოტა სხვაგვარი”, თავისუფალი ცხოვრება სწყუროდათ და ჭიანჭველა არ მოუკლიათ?”, – წერს თამარ ივერი ფეისბუქ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები