შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ მშვიდად არ უნდა უყუროს ბორდერიზაციის პროცესს და ამის შესაჩერებლად აქტიური მოქმედებებია საჭირო. უტიაშვილი ამ კონტექსტში 2010 წლის ამბავს იხსენებს.
ელიზაბედ რუდი დიპლომატებთან ერთად სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფება.
აშშ ღრმად შეწუხებულია – რა ურჩია ქართველებს გუგუტიანთკარში ჩასულმა ელიზაბედ რუდმა
“2010 ში გუგუთიანტკარში შევედით ღამე, დავიკავეთ რამდენიმე მიტოვებული სახლი, მივიყვანეთ ამწე, მივიტანეთ სამშენებლო მასალები და ქვიშიანი ტომრები და დილამდე საგუშაგო გვქონდა უკვე აშენებული. მოვიდნენ დილით რუსები, გამოყლევდნენ. იყვირეს, იბღავლეს და წავიდნენ. სამი ღამე ვიჯექი და ველოდებოდი. არაფერიც არ მომხდარა. რამდენიმე ათეულ ოჯახს მიეცა თავის სახლებში და ბაღებში დაბრუნების საშუალება. ამ ყლეებმა გააუქმეს და აიღეს მერე ეგ საგუშაგო სხვა საგუშაგოებთან ერთად.
საქართველოს მთავრობა, იქნებ ერთხელ გეცადათ და ოკუპანტები კიდევ ერთხელ რომ ჩაარჭობენ სასაზღვრო ბოძს, ამოგეთხარათ და გორში ჯართში ჩაგებარებინათ.
აბა ნახეთ და დარწმუნდებით, რომ ამით არც ომი დაიწყება, არც მეხი დაგეცემათ და არც მიწა გასკდება და თან არ ჩაგიტანთ.
P.S. ჩამბარებელ პუნქტს მე გასწავლით, კაი ფასში იღებენ,”– წერს სოციალურ ქსელში უტიაშვილი.