ირმა ინაშვილი პარლამენტში „დამძიმებული მივიდა გუნდთან ერთად გავლილი 12 წლით“. მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრმა ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
ინაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული შეცვლაა აუცილებელი და ამაზე იმუშავებს „პატრიოტთა ალიანსი“.
„არის მოსაზრება, რომ 6 დეპუტატი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და პრაქტიკულად ასეა, როცა არის საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს 6 დეპუტატი შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას. ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის ხმა პარლამენტში. რაც შეეხება ვიცე–სპიკერის პოტს, ვიღაცას მოწონხარ, მხარს დაგიჭერს, ვიღაცას არ მოწონხარ და არ დაგიჭერს. თუ მხარს დაგვიჭერენ, გაგვიხარდება“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში უკვე იკრიბებიან.