LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვაწერე ხელი კანონს უკრაინისთვის ისტორიული 13,6 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ: ჯო ბაიდენი

244
107030937-1647373254561-gettyimages-1239218404-BIDEN_APPROPRIATIONS_ACT

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას დახმარების სახით 13,6 მილიარდი დოლარი გამოუყო.

„ახლახან მოვაწერე ხელი კანონს უკრაინისთვის ისტორიული 13,6 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ, რომ ვუპასუხოთ უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული პრობლემებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მანამდე, 13.6 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა. ორპარტიული კანონპროექტი უკრაინის და მეზობელი ქვეყნების მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები