LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოუთმენლად ველით ამ შეთანხმების განსახორციელებლად ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას: კელი დეგნანი

40
242236-97- (1)

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს საშუალებას აძლევს იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ქართველი ხალხისთვის პრიორიტეტია.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებას ხელი ბევრმა პარტიამ და პარლამენტის წევრმა მოაწერა.

“ვფიქრობ, მათ დაინახეს, რომ ქართველ ხალხს კრიზისის გადაჭრა სურს, მათ სურთ, რომ პარლამენტის წევრები პარლამენტში იყვნენ და იმუშაონ იმ პრიორიტეტებზე, რაც ქართველ ხალხს აქვს, მათ შორის, სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, ეკონომიკის აღდგენა, ჯანდაცვა, განათლება – აი რის საშუალებას იძლევა ეს შეთანხმება. ის საშუალებას აძლევს ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ იმუშაონ ქართველი ხალხის პრიორიტეტებზე. მოუთმენლად ველით ამ შეთანხმების განსახორციელებლად ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას “, – განაცხადა ელჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები