LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოუსმინეთ, როგორ ხმას გამოსცემს ყველაზე მძლავრი Chevrolet Corvette (ვიდეო)

83

კომპანია Chevrolet-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც სუპერქარის corvette – ZR1 ძრავის ხმა ისმის. შეგახსენებთ, რომ როდესაც აღნიშნული ავტომობილი პირველად უნდა გამოეცადათ, ნიურბურგრინგის ტრეკი შეარჩიეს, თუმცა იმის გამო, რომ მოდელი ზედმეტად ხმამაღალი იყო, ის ხელოვნურად „გააჩუმეს“.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყველაზე მძლავრი „კორვეტი“ 6,2 ლიტრის მოცულობის 8 ცილინდრიან ძრავს მიიღებს. ავტომობილის სიმძლავრე 750 ცხენის ძალას შეადგენს, ხოლო მაქსიმალური აჩქარების დროს კი 900-საც გადააჭარბებს. ZR1-ს 0-დან 100 კმ-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 3 წამი დასჭირდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 334 კმ/სთ-ში იქნება.

შეგახსენებთ, რომ სუპერქარის პრემიერა 12 ნოემბერს, დუბაის მოტოშოუზე გაიმართება.

No description necessary. #Chevy #Corvette

A post shared by chevrolet (@chevrolet) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები