LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოურინიოს შესაცვლელად კონტე ემზადება

39

“ჩელსი” მიიჩნევს, რომ ანტონიო კონტე ჟოზე მოურინიოს შესაცვლელად მთავარი კანდიდატია. იტალიელმა შესაძლოა პორტუგალიელი სეზონის ბოლომდე ჩანაცვლოს. კონტემ იტალიის ნაკრები ევრო 2016-ზე გაიყვანა, თუმცა არ ჩქარობს კონტრაქტის გაგრძელებას, რომელიც ტურნირის დასრულებისას იწურება. გამოცემა The Independent-ის ინფორმაციით, იტალიელი მზად არის ”ჩელსის” 2015-16 წლების სეზoნის დასრულებამდე უხელმძღვანელოს.

კონტე 2011 წლიდან 2014 წლამდე ”იუვენტუსს” ავარჯიშებდა, ამ დროში ტურინელებმა იტალიის სამი ჩემპიონატი მოიგეს.

ინგლისის პრემიერლიგის 15 ტურის შემდეგ ”ჩელსის” უჩვეულო, მე-14 ადგილი უჭირავს და გასავარდნ ზონას მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები