ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იმ ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებსაც ოდესღაც თავად ავარჯიშებდა.
სახელგანთქმულ პორტუგალიელ სპეციალისტს უმუშავია „პორტოში“ (2002-2004), „ჩელსიში“ (2004-2007 და 2013-2015), „ინტერში“ (2008-2010), „რეალში“ (2010-2013) და „მანჩესტერ იუნაიტედში“ (2016-2018).
მოურინიოს ყოფილი შეგირდების სიმბოლური ასეთი გამოვიდა:
პეტრ ჩეხი („ჩელსი“), ხავიერ ძანეტი („ინტერი“), ჯონ ტერი („ჩელსი“), რიკარდო კარვალიო („ჩელსი“), უილიამ გალასი („ჩელსი“), კლოდ მაკელელე („ჩელსი“), ფრენკ ლემპარდი („ჩელსი“), მესუთ იოზილი („რეალი“), ედენ აზარი („ჩელსი“), კრიშტიანო რონალდო („რეალი“), დიდე დროგბა („ჩელსი“).
გეხსომებათ, „პორტოსთან“ და „ინტერთან“ ერთად მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.