LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოურინიომ ოლდ ტრაფორდზე საქველმოქმედო მატჩი მოიგო (ვიდეო)

109

“ოლდ ტრაფორდზე” საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავებმა და ცნობილმა სახეებმა მიიღეს მონაწილეობა.
მატჩით გამომუშავებული თანხა მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ბავშვებისთვის დაიხარჯება. მათ საკვებით, წყლითა და სამედიცინო მედიკამენტებით დაეხმარებიან.
მოედანზე გავიდნენ 24 წლის ინგლისელი მომღერალი ლუის ტომლინსონი, ირლანდიელი მუსიკოსი ნეილ ჰორანი და სხვები.
დამარცხებულებს კლაუდიო რანიერი წვრთნიდა, ხოლო მისი ოპონენტი ჟოზე მოურინიო იყო. მატჩი მოურინიოს გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა. გამარჯვებულთაგან დუბლი შეასრულა ჯერმეინ დეფომ, ერთიც მარკ რაიტმა გაიტანა. მსოფლიო ნაკრებიდან ორივე ბურთი დიმიტარ ბერბატოვმა შეაგდო.
მატჩს ესწრებოდა ბრაზილიელი პელე.

 

https://www.youtube.com/watch?v=J8KxZK-A8rw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები