ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, ლონდონის“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდის ფეხბურთელებს ვარჯიშის დროს ხუმრობა აუკრძალა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ასეთი გადაწყვეტილება პრემიერ-ლიგაში “არისტოკრატების” წარუმატებელი სტარტის გამო მიიღო. როგორც იცით ”ლურჯები” 5 ტურის შემდეგ მე-17 ადგილზე არიან.
მოურინიოს მიაჩნია, რომ “მაკაბისა” და “არსენალის” წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩების წინ ფეხბურთელებმა სრული კონცენტრაცია სავარჯიშო პრცოცესზე უნდა მოახდინონ.