“რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პატივი მიაგო ლეგენდარულ ფეხბურთელ დიეგო მარადონას „ნაპოლისთან“ სერია ა-ს 33-ე ტურის მატჩის წინ.
პორტუგალიელი სპეციალისტი ნეაპოლში, მარადონასადმი მიძღვნილ ცნობილ ფრესკასთან მივიდა და ყვავილებით შეამკო.
ნეაპოლელთა კერპი მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ნაპოლისა“ და „რომას“ შეხვედრა დღეს მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება.