LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოურინიო: ფანტასტიური მწვრთნელი ვარ

41

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ლონდონის “ჩელსიმ” თელავივის ”მაკაბი” ძალიან მარტივად დაამარცხა – 4:0.

მატჩის შემდეგ მორიგი ორიგინალური განცხადება გააკეთა ”არისტოკრატთა” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ.

“არ აქვს მნიშვნელობა ვიგებ თუ ვაგებ, მე ფანტასტიური მწვრთნელი ვარ და ყოველთვის  ბედნიერი ვარ ჩემი გუნდის წარმატებით.

ერთი შეხედვით ადვილია პრემიერ-ლიგის ოთხჯერ მოგება, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ მე-5 ტიტულისთვისაც ვიბრძოლებთ წელს” – თქვა პორტუგალიელმა სპეციალისიტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები