LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოულოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტს ჩემი კანდიდატურა ასარჩევად არ წარუდგინა: გიორგი კალანდარიშვილი

139
1558291879_167372 (2)

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი მოულოდნელს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ის ამავე თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.

„გარკვეულწილად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩემთვის უცნობია იმ გარემოებების და მოტივების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ორჯერ უკვე ვიყავი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი. ამასთან, ერთწლიანი საქმიანობის ფონზე ჩვენ გვაქვს პროგრესი ადმინისტრაციის საქმიანობაში და მნიშვნელოვანი წინსვლა. ჩემთვის გაუგებარი მოტივების შესახებ, ამიტომ საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა განმარტებები, რომელიც ადმინისტრაციას ამ მიმართულებით ექნება, თუ ასეთი იარსებებს.

იმ ფონზე, როდესაც ჩვენ უმაღლესი სტანდარტი დავადგინეთ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, გარკვეულწილად მოულოდნელი და გაუგებარი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გაკეთდა. ალბათ, იქნება შესაბამისი შეფასება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან და გვექნება ანალიზის საშუალება. ჩვენ ვნახეთ, რომ საკონკურსო კომისიის ოქმის მიხედვით ჩემ კანდიდატურას პოზიტიური შეფასებები ჰქონდა. შესაბამისად, ამ ფონზეც, ბუნებრივია, ჩემი მოლოდინი სხვა იყო, თუმცა, პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო, რომ წარდგენილი სამი კანდიდატიდან არჩევანი ორზე გაეკეთებინა. რა დაედო ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად, ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

შეგახსენებთ, 5 აგვისტოს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები