LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Motorola-ს ახალი სმართფონები Benchmark-ზე გამოჩნდა

49

Moto Z და Moto Z Force, რომელიც წინა კვირას დაანონსდა, Benchmark-ზე გამოჩნდა.

ბოლო პერიოდში, კომპანია Motorola რამდენჯერმე გაიყიდა. თავდაპირველად მისი მფლობელი კომპანია Google იყო, ამ ეტაპზე კი მას Lenovo ფლობს, რომელიც ლოგიკურია, საკუთრივ კომპანიის პრიორიტეტებისა და ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს Motorola-ს ბრენდის გამოყენებით.

Lenovo უკვე ამზადებს სმარტფონებს: Moto X (2016) და Moto Z Play ტექნოფანების წინაშე წარსდგენისთვის. ორივე მოდელი ამ ეტაპზე სხვადასხვა სახის ტესტირებას გადის.

პირველი გაჯეტი გამოვა კოდური სახელწოდებით XT1662. გამოცემა GeekBench-ის ინფორმაციით, სმარტფონი მიიღებს 4.6 დიუმიან FullHD ეკრანს, რომელიც იმუშავებს Android 6.0-ზე და MediaTek-ის პროცესორზე. დივაისს ექნება 3 GB ოპერატიული და 32 GB ჩაშენებული მეხსიერება. მოწყობილობის მთავარი კამერა 16 მეგაპიქსელიანი იქნება, ხოლო წინა კამერა 8 მეგაპიქსელს შეადგენს.

რაც შეეხება Moto Z Play-ის, მოდელის კოდური სახელწოდება იქნება XT1635, სმართფონის პროცესორი და ოპერატიული მეხსიერება კი შეადგენს Snapdragon 625-ს და 3GB-ს. მოდელი იმუშავებს Android Marshmallow-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები