როგორც Lenovo-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, Motorola-ს შეძენის შემდეგ, კომპანია ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგვთავაზებდა. დაანონსებული Moto Z და Moto Z Play, როგორც ჩანს, უკვე მსოფლიო ასპარეზზე გამოვიდა და დღეს ინტერნეტში აღნიშნული დივაისების ფოტოებიც გავრცელდა.
სამწუხარო რეალობაა Motorola-ს Stock Android-თან გამომშვიდობების ფაქტი. როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანია გვთავაზობს საავტორო დივაისებს და არა Motorola-ს ფლაგმანების ხაზის გაგრძელებას.