LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოთხოვნების გამოხატვის ფორმა მიუღებელია” – “საქნახშირი” გაფიცულ მეშახტეებს პასუხობს

68
b8fdf6ba8f475ab7a69dbec617c73d3e-XL

ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია საქნახშირი ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, მეშახტეების გაფიცვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კომპანიაში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოსთვის და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა დასაქმებულების მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გამოხატვის ფორმა. კომპანიის განცხადებით, მათთვის მისაღებია ნებისმიერი საკითხისა და სადაო თემის გადაწყვეტა მოლაპარაკების ფორმით, მოლაპარაკების მაგიდასთან.

“დაახლოებით 2 კვირის წინ, კომპანიაში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო. ეს იყო ერთთვიანი მუშაობის შედეგი. საკონსულტაციო საბჭო შედგება 46 ადამიანისგან. საბჭოს თითოეული წევრი აირჩა მეშახტეებს შორის, პირდაპირი ხმის მიცემის წესით. დღეს შედგა კომიტეტების არასანქცირებული მუშაობა. ეს დაკავშირებული იყო გარკვეულ სიტუაციასთან – დღეს საშახტო ტრანსპორტის უბანმა უარი განაცხადა სამუშაოდ წასვლაზე. არა მთელმა შახტამ, არამედ მხოლოდ საშახტო ტრანსპორტის უბანმა. კომიტეტების მუშაობის ფარგლებში განხილული იქნა ის მოთხოვნები, რომლებიც წამოაყენეს საშახტო ტრანსპორტის თანამშრომლებმა. მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები უკვე დიდი ხანია განხილვის პროცესშია და მათზე პასუხი 100%-ით გადაწვეტილია. საკონსულტაციო საბჭო უკვე ემზადებოდა ამ საკითხების განხორციელებისთვის. არ არის ისეთი საკითხები, რომელზეც საკონსულტაციო საბჭოს პასუხი არ აქვს. კითხვებს არა მარტო პასუხები გავეცით, არამედ მათი განხორციელებაც დაწყებულია, საბჭოსთვის და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გამოხატვის ფორმა. ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერი საკითხისა და სადაო თემის გადაწყვეტა მოლაპარაკების ფორმით, მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა  „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ.

რაც შეეხება 300 ლარით ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებულ კითხვას, საქნახშირის ხელძღვანელი, მიხაილ სოცკი ამბობს, რომ ფიქსირებული ოდენობით ეს არ მოხდება, რადგან მოქმედებს საბონუსე სისტემა. მისივე მტკიცებით, ის ადამიანები, რომლებიც სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ, უსაფრთხოების წესებს არღვევენ. კომპანიის განცხადებით, მთლიანი კოლექტივი გაფიცული არ არის და კომპანიის ინფორმაციით, მათი რაოდენობა 30-40 ადამიანია.

„ჩვენ არ გვაქვს ასეთი გაგება, რომ გაიზარდოს ხელფასი 300 ლარით თუ სხვა ოდენობით, რადგან შექმნილია პრემიებისა და ბონუსების გაცემის სისტემა. ის საშუალებას გვაძლევს, რომ სამუშაოს 100%-ით გულისხმიერად შესრულებისა და სერიოზული მიდგომის შემთხვევაში, თუ ყველა მაჩვენებელი სრულყოფილად იქნება შესრულებული, პრემიები 300 ლარზე მეტიც იყოს. ის ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ სამუშაოს შესრულებაზე, არღვევენ უსაფრთხოების წესებს და მერწმუნეთ, ასეთი შემთხვევა საკმაოდ ბევრია (იყო შემთხვევა, როცა არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე, ეძინათ სამუშაო ადგილზე, ან საერთოდ აცდენენ და შემდეგ უფასო შვებულებას აფორმებენ), ამიტომ შეიქმნა სპეციალური სისტემა და ვინც სრულყოფილად ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, მათზე გაიცემა პრემია და მიიღებენ ბონუსებს. ეს მათ მისცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად გაზარდონ თავისი შემოსავალი,“- განაცხადა სოცკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები