ოპოზიციის ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობას აპირებს, თუმცა მათ გარკვეული კითხვები აქვთ, როგორც ხელისუფლებასთან ასევე ოპოზიციასთანაც.
“დისკუსია პარლამენტში უნდა ხდებოდეს. ჩვენ რაღაცნაირად უნდა ვიმუშაოთ ერთად თუ გვინდა მართლა შევასრულოთ,” – აცხადებს “გირჩის” ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი
“მოთხოვნა მიტინგის ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით სრულიად ალოგიკურია და არაფერ შუაშია მე მგონი ევროპულ ინტეგრაციასთან. არის რაღაცები, რაც ყველა ვარიანტში უნდა ვიმუშაოთ და ყველა ვარიანტში, ალტერნატიული კანონპროექტები და ხედვები წარმოვადგინოთ. დისკუსია პარლამენტში უნდა ხდებოდეს. ჩვენ რაღაცნაირად უნდა ვიმუშაოთ ერთად თუ გვინდა მართლა შევასრულოთ,”- აცხადებს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი.