სინგაპურის სკოლების დაწყებით და მეორე საფეხურზე მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ. სასკოლო ჟურნალში აღარ ჩაიწერება არც მინიმალური და მაქსიმალური ნიშნები, მოსწავლის მიერ შუალედურ გამოცდებზე ნაჩვენები შედეგები და საბოლოო ქულები. გარდა ამისა მოსწავლეებს არ ეცოდინებათ ერთმანეთის შედეგები, რაც თითოეულ მათგანს საშუალებას მისცემს კონცენტრირდეს თავისი სწავლის პროცესზე.
მასწავლებლები მოსწავლეების განვითარებისა და აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ქულების და ნიშნების დაწერის გარეშე სასწავლო პროცესში გამართული დისკუსიების, ქვიზების და შესრულებული საშინაო დავალებების მიხედვით მოახდენენ.
მშობლებს თავისი შვილების აკადემიური მოსწრებისა და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიღება მშობელთა კრებებზე, უშუალოდ მასწავლებლებისგან შეეძლებათ.
სინგაპურის განათლების მინისტრის თქმით ამის მიზეზი არის ქვეყნის მთავრობის სურვილი – მოსწავლეებმა სწავლის პროცესი სხვებთან შეჯიბრებად არ აღიქვან.
„გვსურს, რომ ბავშვებმა თავიდანვე იცოდნენ – სწავლა და განათლების მიღება არ არის შეჯიბრი. ეს არის საკუთარი დისციპლინის ჩამოყალიბება, რაც მათ მოგვიანებით ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება”, -ავხადებს მინისტრი