LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსწავლეები, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ტელეგაკვეთილებს მეორე არხზე ნახავენ

641
a1

იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, შესაძლებლობა ექნებათ ტელეგაკვეთილები ნახონ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე. განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით,  დისტანციური სწავლების დანერგვის კუთხით, სკოლებს უკვე დაურიგდათ კონკრეტული ინსტრუქციები.

მინისტრი განმარტავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა იძლევა იმის შესაძლებლობას, ორი კვირა ეფექტურად გამოვიყენოთ და 1-ელი აპრილიდან სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს. ჩხენკელის თქმით, დისტანციური სწავლება საქართველოსთვის “უცხო ხილია”, მაგრამ მასწავლებლები და პროფესორები ამ პროცესში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ.

„სკოლის მოსწავლეებს ონლაინ და ოფლაინ-რეჟიმში მთელ რიგ რესურსებს შევთავაზებთ. ეს ეხება კლასგარეშე საკითხ ლიტერატურას, დავალებებს, რომლებიც მოითხოვს შემოქმედებით აზროვნებას, და სხვადასხვა პროექტს. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ 1-ელი აპრილიდან სწავლა გადავა ჰიბრიდულ რეჟიმში, რათა სემესტრი დათქმულ დროს დამთავრდეს. იქნება როგორც აუდიტორიული მეცადინეობა, ასევე ონლაინ-რესურსის ათვისება.

რა თქმა უნდა, გვყავს სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ. ჩვენ მათ ალტერნატიულ მეთოდს შევთავაზებთ. გამოვიყენებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხს, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იხილონ ტელეგაკვეთილები და გაეცნონ როგორც საქართველოში მომზადებულ, ასევე უცხოურ, ნათარგმნ შემეცნებით პროგრამებს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

დისტანციური სწავლებისთვის: სამინისტრო სკოლებს „მაიკროსოფტის“ პროგრამების გამოყენებას სთავაზობს