LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსმენებმა მიაღწია კრიმინალურ ზღვარს…ეს ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას: გიგი წერეთელი

31
წერეთელი გიგი

„ტოტალური მოსმენები დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის, ასეთ ქვეყნებში ვერანაირ დემოკრატიულ განვითარებაზე ლაპარაკი ვერ იქნება“ – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა „სუსის“ მიერ ტოტალურ მოსმენებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით ეს ხელს უშლის არა მარტო საზოგადოებრივ სიმშვიდეს, არამედ ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას.

“საქართველოში მოსმენებმა მიაღწია აბსოლიტურად მიუღებელ, კრიმინალურ ზღვარს” – გიგი წერეთელი

როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, მოსმენები არის დამახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმებისთვის.

“ეს ხელს უშლის არა მარტო საზოგადოებრივ სიმშვიდეს, არამედ ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. ისეთ ქვეყანაში, სადაც გადაბირებაზე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ტოტალური მოსმენებია ყველასი, სადაც იყენებენ ამას ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, შემდეგ ადამიანებისთვის, ვინც უნდათ მერობის კანდიდატებად დააყენონ, საერთოდ ნებისმიერ სფეროში სწორედ ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, ეს არის დამახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმებისთვის. ასეთ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ვერანაირ დემოკრატიულ განვითარებაზე ლაპარაკი ვერ იქნება, ამიტომ სწორედ ეს არის კიდევ ერთ-ერთი მოტივაცია ყველასთვის, რომ ამგვარი მმართველობა, ამგვარი მიდგომები 2 ოქტომბრის შედმეგ უნდა დასრულდეს საქართველოში.”- განაცხადა წერეთელმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები